"ფეისბუქი,“ „ტვიტერი" – რა სახელებს ვეღარ დაარქმევენ მექსიკელი მშობლები შვილებს
მექსიკის შტატ სონორას კანონმდებლობამ კრეატიულ მშობლებს მათი შვილებისთვის სოციალური ქსელის Facebook და მიკრობლოგის Twitter სახელების დარქმევა აუკრძალა.
ადგილობრივი ჩინოვნიკების აზრით, ასეთი სახელების მქონე ბავშვებს გარემოსთან შეგუება და სწავლა გაუჭირდებათ. მექსიკელი კანონდამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვები, რომელთაც Facebook და Twitter ქვიათ, თანატოლების დაცინვის ობიექტები გახდებიან- იუწყება PИА Новости. ამიტომ მათ გადაწყვიტეს წინასწარ აღკვეთონ ასეთი შემთხვევები და გამოსცეს კანონი, რომელიც მშობლებს ბავშვებისთვის ექსტრავაგანტული სახელების დარქმევას უკრძალავს. სიაში 61 სახელი მოხვდა, მათ შორის აღმოჩნდა ბოევიკის გმირების – რემბოს, ტერმინატორის, ჯეიმს ბონდის და ბეტმენის სახელები. აკრძალული აღმოჩნდა სწრაფი კვების სფეროდან აღებული სახელიც, ისეთი როგორიცაა ბურგერ-კინგი. აღნიშნული სიიდან ამოიღეს გერმანელი დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის სახელი.
არაორდინალურ სახელებს ბავშვებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არქმევენ. მაგალითად რუსეთში 2013 წელს დარეგისტრირდნენ ახალშობილები სახელებით: კნიაზი, ალმასი, ისლამი, დარი და გოგო, მაგრამ რუსი ჩინოვნიკები მექსიკელებისგან განსხვავებით მათი მშობლების მიმართ მკაცრები არ ყოფილან და მათ ფანტაზიებს კანონებით არ ზღუდავენ.