“საზოგადოება გვეკითხება, რატომ ვრჩებით კუხო-ს წევრად? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო), როგორც მექანიზმი, არ არსებობს.

ამის შესახებ მან The Telegraph-სა და The Critic-ის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად ეკითხებიან, რატომ რჩება სომხეთი იმ ორგანიზაციის წევრი, რომლის იმედიც არ შეიძლება, ჰქონდეს, რაზეც მას პასუხი არ აქვს.

“კუხო, როგორც ასეთი, არ არსებობს. კუხო, როგორც მექანიზმი, რომლის იმედიც წევრ სახელმწიფოებს შეიძლება, ჰქონდეთ – არ არსებობს. ჩვენი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: თუ ჩვენ ვეყრდნობით ორგანიზაციას, რომლის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რადგან ამ ორგანიზაციის იმედი, პრინციპში, არ შეიძლება გვქონდეს, საზოგადოება გვეკითხება: რატომ ვრჩებით ამ ორგანიზაციის წევრად? მართალი გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები