პარლამენტთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს

სტუდენტებმა, რომლებიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დღესვე სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს,  შემდეგ კი სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ მივიდნენ, სადაც მათი თქმით, რუსეთის ინსტიტუტი „ტრადიციული ფასეულობების“ ფორუმს მართავდა.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები