ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა.

გარდაცვლილი მამაკაცი შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.

ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები