მელაძემ ვერა ბრეჟნევასთან რომანზე სიმართლე აღიარა
ვრცელდება ხმები, რომ პროდიუსერ კონსტანტინე მელაძის ოჯახი სწორედ ვერა ბრეჟნევას მიზეზით დაინგრა. ამას წინათ, პრესამ ის ფაქტი გაახმაურა, რომ ერთ-ერთ რესტორანში ბრეჟნევას დაბადების დღის შემდეგ წყვილი ვერას სახლისკენ გაეშურა, თუმცა კონსტანტინემ ეს ხმები უარყო.
,,ეს უბრალოდ ადამიანების ავადმყოფური ფანტაზიის შედეგია. ჩვენს შორის მხოლოდ თბილი დამოკიდებულებაა, რადგან დიდი ხნის მეგობრები ვართ“,- განაცხადა პროდიუსერმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აგვისტოში კონსტანტინე მელაძე ცოლს დაშორდა, მისი ძმა ვალერი მელაძე კი დიდი ხანია მარტო ცხოვრობს.