ანი მიროტაძე: ოპოზიციაში საქართველოს პრეზიდენტის ადგილი არაა

   ოპოზიციაში საქართველოს პრეზიდენტის ადგილი არაა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
დეპუტატმა ოპოზიციაში გადასული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ქვეყანას სიკეთე არ მოუტანა.
„გიორგი მარგველაშვილმა თქვა და ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო ამის მოსმენა. ვფიქრობ, ეს იყო აბსოლიტურად პოლიტიკურად სწორი განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერსად ვერ წავა, იმიტომ, რომ ოპოზიციაში საქართველოს პრეზიდენტის ადგილი არაა. მე ერთ კაცს ვიცნობდი პრეზიდენტი იყო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყო და რაც მოუტანა ქვეყანას ჩვენ ყველამ ვიცით. შესაბამისად ვფიქრობ რომ აბსოლუტურად სწორად და კარგად ესმის გიორგი მარგველაშილს რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყო საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ოპოზიციაში გადასვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები