იტალიის ჩრდილოეთში, ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება სუვიანას ტბაზე განთავსებულ სადგურში, წყალქვეშ მოხდა, რომელიც ქალაქ ბოლონიიდან 70 კმ-ის (43 მილის) დაშორებით მდებარეობს.
ახლომდებარე ქალაქ კამიუნანოს მერმა საინფორმაციო სააგენტო Ansa-ს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. მისი თქმით, მაშველებს შემთხვევის ადგილამდე მისვლა უჭირთ.
„ეს სერიოზული უბედური შემთხვევაა. შიგნით ბევრი თანამშრომელი იყო და ისევ იქ არიან“, – განაცხადა მან იტალიურ მედიასთან.
ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც სერიოზული დამწვრობები მიიღეს.