ნიკოლოზ მჟავანაძე: მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ ალიანსშია

  „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალებთან“ ალიანსში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას ახალი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერად მოევლინოს. აღნიშნული განცხადება მჟავამაძემ „საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებით გაუგებარია. ასევე გავიხსენოთ მაგველაშვილის ფარული შეხვედრა სააკაშვილთან ამერიკაში, ასევე მისი განცხადებები ყადაღის თემაზე, რომ თითქოს ეს საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის. მსგავსი არაერთი ქმედება ადასტურებს, რომ ის ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ მისი ხედვა ხელისუფლების იდეებს და ხედვას არ ემთხვევა, შეუძლია დატოვოს თანამდებობა. ის გუნდთან ერთად მოვიდა, დღეს კი ვხედავთ, რომ იგივეს აკეთებს, რასაც სააკშვილი აკეთებდა. იგივე წიააღმდეგობებია, რაც სააკაშვილის დროს იყო.“ – აცხადებს მჟავანაძე.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტ მარგველაშვილის გარემოცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ირგვლივ ის ხალხი იკრიბება, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებიდან ფინანსდებიან:
„რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მარგველაშვილი დღეს საერთოდ არაფერი ქინებოდა. თუ მას ოპოზიციონერობა და საკუთარი თამაშის წამოწყება უნდა, გაემიჯნოს ხელისუფლებას, წავიდეს თანამდებობიდან და ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყოს. მას მას არწმუნებენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის აპლუა მოირგოს. მის ირგვლივ თავს იყრიან ეგრეთწოდებული ექსპერტები და ის არასამთავრობოები, რომლებიც „ნაციონალებიდან“ ფინანსდებიან. კაცმა გუშინ აღიარა, შეიძლება პარლამენტიც დავშალოო და მეტი რა ქნას”- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები