სოსო წერეთლის სახელობის საჩხერის სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება

ხატია კუსიანმა, რომელიც საჩხერის სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეა, ვერცხლის მედალი, ბულგარეთში გამართულ ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსზე „პატარა მხატვარი“ მოიპოვა.
აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურია და ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ტარდება. მასში მონაწილეობას რამდენიმე ათასი ნორჩი მხატვარი იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან ერთად, ხატიას ბულგარეთიდან გამოგზავნილი მედალი გადასცა, ხოლო თავის მხრივ სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელით დააჯილდოვა.
მერმა, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელს ნათელა ტაბატაძეს, მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომის, ბევრი მიღწეული წარმატებისთვის და მადლობის სიგელი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები