აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში სატყეოს მიმართულებით მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა შეხვედრაზე ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ სატყეო სააგენტოს 2023 წლის მუშაობა შეაჯამა და გაწეული საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. როგორც ზაზა შავაძემ აღნიშნა, სატყეო სააგენტოს გუნდის საქმიანობა ორიენტირებული იქნება ტყის დაცვისა და მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებაზე.
შეხვედრის შემდეგ მინისტრმა, მოადგილეებთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული მძიმე ტექნიკა დაათვალიერა.
გასული წლის ბოლოს, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ შეძენილი იქნა სამი ერთეული მუხლუხა ექსკავატორი, საერთო ღირებულებით 909 ათასი ლარი. მძიმე ტექნიკის გადამზიდი სპეციალური ავტომანქანა უნაგირა საწევარა 185 ათასი ლარის ღირებულების. ბორბლებიანი ექსკავატორი, 270 ათასი ლარის და ბულდოზერი 273 ათასი ლარის ღირებულების.
ზემოთ აღნიშნული, ტექნიკა მოემსახურება ტყეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და არსებულის აღდგენას, რაც გაუადვილებს მოსახლეობას, სოციალური მიზნით მერქნით სარგებლობას, რათა ეფექტურად შეძლონ, როგორც საშეშე ისე სამასალე ხე-ტყის მომარაგება.
დღესვე, ა(ა)იპ ,,თემი და გარემოს“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების, ტყის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირებისთვის სატყეო გზების მოსაწყობად, სააგენტოს ტექნიკური დახმარებისთვის იაპონიის საელჩოს სახსრებით შეძენილი მცირე გაბარეტიანი მუხლუხა ექსკავატორი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები