გორის მერმა ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ჭაბურღილი მოემსახურება ორ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას.

პროექტის დასრულების
შემდეგ, ობიექტი ნაწრეტში მცხოვრებ 260 ოჯახს და ქვემო შავშვებში მცხოვრებ 95 ოჯახს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
პროექტი ნაწრეტში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
გარდა ამ სოფლისა, წყლის სისტემების მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში ტირძნისსა და ზერტში დაიწყება.
მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლით მოსახლეობის 95% იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები