ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარებაილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის სარებაილიტაციო სამუშაოები.

გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფელ: ტბაზე, სადგერში, ცემში, ყვიბისში, ანდეზიტში , ტაბაწყურში, პატარა მიტარბში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში 7,3 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება. დეგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები , რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები