მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 41 წლის გახდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, სოფელ წილკანში, ტატუნაშვილის სახელობის სკვერში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მოადგილეებმა, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

„თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვემახსოვრება არჩილ ტატუნაშვილის გმირული თავგანწირვა. მან სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო და ამით გვიჩვენა პატრიოტიზმის, ერთგულებისა და თავდადების საოცარი მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდოს“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი, მისი ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები