“შემეცოდა, გაჭირვებული კაცი იყო, წვალობდა” – ცოლის მიერ ქმრის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას, რომელიც სავარაუდოდ ცივი იარაღით მოხდა, წინ ურთიერთშელაპარაკება და კონფლიქტი უძღოდა.

წყვილი ნაქირავებ სახლში 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, მეზობლებს ინფორმაცია არ აქვთ.

“ამ დილას გავიგე, მდგმური რომ იყო, ის მოკლესო. ისე კი შემეცოდა, გაჭირვებული კაცი იყო, წვალობდა. ღამის 4 თუ 3 საათი იყო, რია-რია იყო იქო, ასე გავიგე”,- ამბობს მეზობელი.

მეზობლები ჰყვებიან, რომ ყვირილის ხმა გვიან ღამით მოესმათ და მომხდარის შესახებ დღეს დილით შეიტყვეს.
მათივე თქმით, წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

“კივილის ხმა გავიგონე, მეტი არაფერი ვიცი. დილით მითხრეს, მოკლესო შენი მეზობელი. შორიდან ვიცნობდი, ნაქირავებში ცხოვრობდნენ. ერთი შვილი ჰყავთ, ეს ვიცი, პატარა ბიჭი”,- თქვა ადგილობრივმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პირმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები