ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმა ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა.

როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, მომხდარში დამნაშავე სიონისტური რეჟიმია.

ამასთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ თავდასხმაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სერიოზული რეაგირების აუცილებლობას.

ცნობისთვის, პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის უფროსი მეთაური, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები