“საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს PABSEC-ის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას; ასამბლეაში ჩვენი ქვეყნის აქტიური მონაწილეობა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ თანამშრომლობაში” – მაჭავარიანი

“საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური სხდომა გაიმართა. ჩემთვის დიდი პატივია PABSEC-ის დელეგაციის წევრობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი წერს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი მეზურნიშვილი იქნა არჩეული, რაც საქართველოსადმი არსებული საერთაშორისო ნდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

“საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს PABSEC-ის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ასამბლეაში ჩვენი ქვეყნის აქტიური მონაწილეობა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ თანამშრომლობასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – წერს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები