“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის” – უკრაინაში F-16-ებს ზაფხულის შუა რიცხვებში ელოდებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, F-16 გამანადგურებლები უკრაინის ცაში ზაფხულის შუა რიცხვებში უნდა გამოჩნდნენ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

„თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ F-16-ები უკრაინის ცაში ზაფხულის შუა რიცხვებში გამოჩნდებოდნენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და დამაბნეველი საკითხია, ამიტომ, არასდროს იცი, როგორ შეიცვლება ყველაფერი. მაგრამ ამ დროისთვის გრაფიკი ასეთია. ჩემი ინფორმაციით, პილოტების მომზადება კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები