WSJ: ხანგოშვილის მკვლელზე ნავალნის გაცვლას ჰილარი კლინტონი ლობირებდა

რუსეთის ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე – ვადიმ კრასიკოვზე გაცვლას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ლობირებდა.

ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

WSJ-ის ცნობით, ჰილარი კლინტონს მოლაპარაკებებში ჩართვა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა სთხოვა.

თავის მხრივ, ნავალნის მეუღლემ – იულიამ გერმანიის ხელისუფლებას გაცვლის დამტკიცების თხოვნით არაფორმალურად მიმართა.

გაზეთის წყაროების თქმით, საკითხი აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა – ოლაფ შოლცმა ვაშინგტონში, 9 თებერვლის შეხვედრის დროს განიხილეს. იმავდროულად, ამ მოლაპარაკებების შედეგად, ვაშინგტონისგან გაცვლის შესახებ ოფიციალური წინადადება კრემლს არ მიუღია: ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის უნდა ეცნობებინათ.

WSJ-ის ცნობით, გერმანიის მთავრობაში არ იყო კონსენსუსი ალექსეი ნავალნის ვადიმ კრასიკოვზე, შესაძლო გაცვლის შესახებ. კერძოდ, ამის წინააღმდეგი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობაში ნათქვამია, რომ სეირნობის შემდეგ მან ცუდად იგრძნო თავი და გონება დაკარგა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები