თემქაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის მიმდებარედ მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც მომხმარებლებს შორის ბანკში დაიწყო, შემდეგ კი, ქუჩაში გაგრძელდა. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მეორეს მუცლის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
„კვირას“ ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.