ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს და თავდაცვის ატაშეს, ვიცეპოლკოვნიკ მიხალ სობარნას უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები