“მინისტრის საათის’’ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრს აჭარის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს
“მინისტრის საათის’’ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრს აჭარის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს. ზაზა შავაძემ გამოსვლაში 2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა შავაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს, ზაზა შავაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა, სამინისტროს ბიუჯეტი 32 014 578 ლარით განისაზღვრა და ის წინა წელთან შედარებით 3 273 628 ლარით გაიზარდა, რომელიც მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას. პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. გაძლიერდება აგრარული ექსტენციის მიწოდება, გაიზრდება მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის დონე.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2024 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ ღონისძიებას, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, დაფინანსებული იქნება არანაკლებ 1900 პროექტი, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს იქნება 3 781 712 ლარი. რაც შეეხება სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, დაფინანსებული იქნება 1 000 000 ლარით.
მიმდინარე წლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის დაფინანსება შადგენს – 8,160 160 ლარს. განახლდა ქვეპროგრამები: მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, აგრომომსახურების განვითარება, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლება, მეციტრუსეობის განვითრების ხელშეწყობა და სამელიორაციო სისტემების მართვა.
მინისტრის განცხადებით – ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. პროგრამის ფარგლებში, 2170 ჰექტარი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. ,,ჩვენ უზრუნველყობთ, რომ თითოეულ ფერმერს სავარგული არ დარჩეს დაუმუშავებელი და მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა’’. რისთვისაც დაიხარჯება 1 284 000 ლარი.
2024 წელს გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერები და აგრომეწარმეები საველე პირობებში გადიან სწავლება-კონსულტირებას, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 304 000 ლარით.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საქმიანობის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, გარემოს ხარისხობრივი მგომარეობის გაუმჯობესება, ტყის დაცვა და მოვლა, ტყეების მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების შენაჩუნება. 2024 წელს აღნიშნული პროგრამები დაფინანსდება 13 251 869 ლარით.
მინისტრმა ასევე, დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე და გეოლოგიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
რაც შეეხება სსიპ ლაბორატორიული კლევითი ცენტრის მომსახურებას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოებას, მიმდინარე წლის ბიუჯეტი შეადგენს 1 317 292 ლარს.