თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.
სკოლებთან ერთად, 2022-2023 სასწავლო წელს, პროექტის განხორციელება უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს უნივერსიტეტებს სტუმრობენ და ქართული ჯარის შესახებ გაცნობით შეხვედრებს მართავენ.
თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.