საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის (MMCC-E) დირექტორი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალ, დოქტორ შტეფან კოვიცს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის სამხედრო სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულ, თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის გენერალი შტეფან კოვიცი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

MMCC-E ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები