სამტრედიამ კალათბურთში რეგიონალურ ტურნირს უმასპინძლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში რეგიონალური ჩემპიონატები. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტ კომპლექსში არსებულ, ახლადრეაბილიტირებულ სპორტდარბაზში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი კალათბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის  რეგიონალურ ტურს უმასპინძლა. ტურნირში იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწიელობდა.

„პირველობა ვაჟებმა არ დათმეს – პირველი ადგილი წყალტუბომ აიღო, მე-2 ხარაგაულის გუნდმა, ხოლო მე-3 ადგილზე საჩხერე გავიდა.

რაც შეეხება გოგოებს: პირველი ადგილი ქუთაისს ერგო, მე-2-ზე ხონი გავიდა, ხოლო ჭიათურა მე-3 ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებული გუნდები, თასებით, მედლებითა და დიპლომებით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან, რევაზ რობაქიძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსთან, დავით გორდელაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.

„რეგიონალური ტურნირების დევიზია – საქართველო ნარკოტიკების გარეშე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა ახალგაზრდებში. ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების სპორტით დაკავება და საამისოდ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მადლობა თითოეულ მონაწილეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო შეჯიბრებებში“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ცნობისთვის, სამტრედიას რეგიონში საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით გამორჩეულობისთვის საპატიო სიგელი გადაეცა. სწორედ სამტრედია დასახელდა 2023 წლის იმერეთის რეგიონის საუკეთესო მუნიციპალიტეტად – ოლიმპიური სპორტის სახეობების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და აღდგენის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები