ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1 საათის წინ უცნობმა პირმა სკოლის ადმინისტრაციაში დარეკა და განაცხადა, რომ შენობა დანაღმულია.
“კვირა” დეტალებს შსს-ში არკვევს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებს.