დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე – მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. საქმეში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშიაც.
პროკურატურა მათ 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
მიიღებს თუ არა სხდომაში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი, ამ ეტაპზე, უცნობია.