ბექა ოდიშარია: საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში ცვლილებებზე ვეტოს სახით გამოხატული სალომე ზურაბიშვილის დემარში მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული

,,ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყოს გამყარებული კანონმდებლობით. იყოს სტაბილური და განახორციელოს საკუთარი ქმედებები და უფლება-მოვალეობები იმგვარად, რომ ეს წაადგეს ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

„ნებისმიერი მისი ასეთი ინტერვენცია, რომელიც საფუძველს მოკლებულია, ბუნებრივია, არ იქნება ჩვენგან მიღებული და მით უმეტეს, ვეტოს სახით გამოხატული ეს მისი დემარში მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ჩვენ მიგვაჩნია მყარად, რომ ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყოს გამყარებული კანონმდებლობით. იყოს სტაბილური და განახორციელოს საკუთარი ქმედებები და უფლება-მოვალეობები იმგვარად, რომ ეს წაადგეს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები