რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიაში არცერთი ოპოზიციური კანდიდატი არ არის, მოსახლეობა პროტესტს სხვადასხვა ფორმით ავლენს.
ხშირია საარჩევნო უბნებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტები.
რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ქალმა კენჭისყრის კაბინაში გააჩინა ხანძარი.
კიდევ ერთმა მოქალაქე ქალმა საარჩევნო ყუთში ბრილიანტის მწვანე ჩაასხა.
ხანტი-მანსის ოლქში ქალმა საარჩევნო ყუთს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, თუმცა ააცდინა და ხეხლის ყუთის მახლობლად გაჩნდა.
სანკტ-პეტერნურგში კი, ქალმა ე.წ. მოლოტოვის კოტეილი საარჩევნო უბნის შენობას ესროლა.