სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ – პრეზიდენტის ინიციატივა – მიზანი და მნიშვნელობა. ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრაზე განხილულ იქნა არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები