კალიფორნიასა და ნევადაში ქარბუქს ებრძვიან (ვიდეო)

აშშ-ში, კალიფორნიისა და ნევადას შტატებში ძლიერ ქარბუქს ებრძვიან – ქარის სიჩქარე სამთო კურორტებზე 305 კმ-ს აღწევს.

The Watchers-ის თანახმად, კალიფორნიისა და ნევადას ზოგიერთ რაიონში ჯერ კიდევ 29 თებერვლიდან არის ჩაკეტილი საკვანძო გზები, ათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარბუქმა გამოიწვია ძირითადი სატრანსპორტო მარშრუტებისა და სათხილამურო კურორტების დახურვა.

ტაჰოს ტბაზე მდებარე სათხილამურო კურორტ პალისეიდზე ქარის სიჩქარემ 240 კმ/სთ-ს გადააჭარბა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს აღწევდა.

შტორმმა, ასევე, ტორნადო გამოიწვია, რომელმაც კალიფორნიის დაწყებითი სკოლა დააზიანა.

სინოპტიკოსების თქმით, თოვა გაგრძელდება, ზოგან 3,6 მეტრამდე ნალექი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები