კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დადგმა იგეგმება

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დადგმა იგეგმება. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც განიხილეს კურორტ შოვში ტრაგიკულად დაღუპული 33 მოქალაქის სულის უკვდავსაყოფად მემორიალის აღმართვისთვის ლოკაციის შერჩევის საკითხი.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს მემორიალი, ასევე განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება შერჩეული ადგილების გადამოწმება, გეოლოგების ( ექსპერტების) დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფლისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის წევრებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად არიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც, გამოცხადდება კონკურსი.

კონკურსის წესით გამარჯვებული მაკეტის მიხედვით დადგენილ ადგილზე აღიმართება რაჭის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ”, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას პაპუნა მარგველიძემ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები