ირაკლი შატაკიშვილი რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა
პროექტის ,,თაობა რუსთაველის’ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა „მედიათეკაში“ გამართა.
რუსთაველ ახალგაზრდებთან საუბრის მთავარი თემა “პარლამენტარიზმი – საკანონმდებლო ცვლილებები და საქმიანობა” იყო, თუმცა ასევე შეეხო რუსთავში ბოლო პერიოდში განხორციელებულ, დაგეგმილი პროექტებს და რეფორმებს.
შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა, ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ისეთ აქტუალურ საკითხზეც ისაუბრა, როგორიცაა ვანდალიზმი და მედიათეკაში მოსულ სტუმრებს, ვანდალიზმის წინააღმდეგ, მაჟორიტარის ბიუროს მიერ ჩატარებული კამპანიის მასალებიც გადასცა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.
,,თაობა რუსთაველი” ჩვენი ქალაქისთვის ახალი პროექტია და მედიათეკაში დღეს მეორე შეხვედრა ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ პროექტმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებს შორის.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, ვისაუბრეთ ძირითადად ჩვენს ქალაქზე, არსებულ გამოწვევებზე, ასევე პარლამენტარიზმზე და პარლამენტის როლზე ჩვენს ცხოვრებაში”,- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
პროექტი ,,თაობა რუსთაველი” მერიამ ქალაქის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის მიზნით დაიწყო და პირველი შეხვედრა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან გაიმართა.