დმიტრო კულებამ ომის დროს ქვეყნიდან წასულ უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დატოვეს, დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო. მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლასა და გადარჩენაში პირადი წვლილის შეტანით“, – დასძინა კულებამ.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 6 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, რომელთა უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები