ლევან მახაშვილი – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში
“მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს ექსპერტი, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება რამდენად თავად არის ავტორი ამ დასკვნის და თუ თავად არის ავტორი, მაშინ რა დაწერა, საიდან დაწერა და ვისი ნათქვამი დაწერა. პატრიცია გჟებიკის ვურჩევდი, რომ თუ რაღაცას წერს და ამბობს, რომ ის არის ავტორი, მაშინ ბოლომდე დაიცვას თავისი პოზიციები. სხვა შემთხვევაში თავიდან არიდება ამ პასუხისმგებლობის ბევრად მეტ კითხვის ნიშანს აჩენს სანდოობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტური იყო ეს ადამიანი, როდესაც ამას წერდა, თუ საერთოდ მან დაწერა ეს ანგარიში“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.