სოფიო ასპანიძე – პატრიარქზე: პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო; მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა

„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა”, – ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე აცხადებს.

როგორც ასპანიძე განმარტავს, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.

“ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, — ამბობს სოფიო ასპანიძე.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები