დენის სალუქვაძემ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ ახალი ხელმძღვანელი ელდარ ცინცაძე წარუდგინა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელდარ ცინცაძეს სახელმწიფო სექტორში ხელმძღვანელ და წამყვან პოზიციებზე მუშაობის 19 – წლიანი გამოცდილება აქვს.
“იგი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ეკოლოგიური ექსპერტიზის სპეციალიზაციით.
ამავე შეხვედრაზე მინისტრმა მოადგილის პოზიციაზე წარადგინა გიორგი ჯინჭარაძე, რომელიც პროფესიით სატყეო საქმის სპეციალისტია,”- წერია ინფორმაციაში.