ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.