ისრაელში საქართველოს მოქალაქე, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. mivzaklive.news-ის ცნობით, შემთხვევა შაბათს ქალაქ ჰოლონში მოხდა. გამოცემის ცნობით, მამაკაცი დანით დაჭრეს. ის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მომხდარის გამოძიება აიალონის რაიონის, დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას დაევალა.
მომხდარის მოტივი და სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.