რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად აფეთქების ტალღამ, დაახლოებით, 16 საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაამსხვრია.
ამის შესახებ ტელეგრამში ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვიმ დაწერა.
მისი ინფორმაციით, ორი ადამიანია დაშავებული – მამაკაცი და ქალი.
ასევე, აფეთქების ტალღამ სახლებთან მდგომი მანქანები დააზიანა.
წინასწარი ინფორმაციით, რეგიონსა და ქალაქის მიმართულებით 10 რაკეტა გაფრინდა.
ქალაქში დროებით ავტობუსები ნაუჩნაიას ქუჩას გვერდს აუვლიან, ტრამვაი შეუფერხებლად იმოძრავებს.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.