უკრაინელებმა რუსული გემი გაანადგურეს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომში იყო ჩართული

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული სტრატეგიული, დიდი სადესანტო გემი – “ცეზარ კუნიკოვი” გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა და, დარტყმის შედეგად, რომელიც Magura-ს საზღვაო დრონების გამოყენებით მოხდა – ხომალდი ჩაიძირა.

რუსეთში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

დიდი სადესანტო გემი – “ცეზარ კუნიკოვი” რუსეთის 197-ე სადესანტო გემების ბრიგადის ნაწილია. სევასტოპოლში ასეთი ტიპის 4 გემია – “ცეზარ კუნიკოვის” გარდა ეს არის, “ნოვოჩერკასკი”, “იამალი” და “აზოვი”.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გემმა შავი ზღვის ფლოტის ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 10 აგვისტოს ის იყო რუსული გემების ჯგუფის “ცეზარ კუნიკოვი”, “სარატოვი”, “მირაჟი” და “სუზდალეცის” ფლაგმანი, რომელმაც მონაწილეობა საქართველოს კატარღების ჯგუფის წინააღმდეგ ჩაერთო ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები