აშშ-ის სენატმა უკრაინის და ისრაელის დახმარების კანონპროექტს დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის კანონპროექტს დაუჭირა მხარი.

დოკუმენტს მხარდაჭერა 70-მა სენატორმა გამოუცხადა, მათ შორის 22 რესპუბლიკელი იყო.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება; ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის – 9,15 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული; ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4,8 მილიარდის გამოყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები