ისლანდიის მთავრობა ვულკანის მახლობლად მიმდებარე ქალაქში ყველა სახლს შეისყიდის

This image taken with a drone shows the town of Grindavik, Iceland, as a Coast Guard vessel patrol, Thursday, Nov. 16, 2023. Residents of a fishing town in southwestern Iceland have left their homes after increasing concern about a potential volcanic eruption caused civil defense authorities to declare a state of emergency in the region. Iceland's Meteorological Office says police decided to evacuate Grindavik after recent seismic activity in the area moved south toward the town. (AP Photo/Bjorn Steinbekk)

ისლანდიის მთავრობა მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკში ყველა უძრავ ქონებას შეისყიდის, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ვულკანის სამი ამოფრქვევის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

2023 წლის ბოლოდან გრინდავიკი ვულკანური აქტივობის ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლავამ მხოლოდ რამდენიმე სახლი დაანგრია, ევაკუირებული 3700 მაცხოვრებელი ამოფრქვევის საფრთხის გამო სახლში ვერ ბრუნდება.

მათი სახლების დაკარგვის კომპენსაციის მიზნით, მთავრობამ ქალაქის სახლების დაზღვევის 95%-ის დაფარვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შესაძლოა, დაახლოებით 61 მილიარდი ირლანდიური კრონი ( დაახლოებით, 440 მილიონი დოლარი) დაჯდეს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა შექმნის და დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს შესყიდვებს და მოითხოვს ანაზღაურებას ისლანდიის კატასტროფების დაზღვევის ფონდიდან.

დაახლოებით 23 მილიარდი კრონის ოდენობის ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხები ახალ სტრუქტურაში კომბინირებულ საბანკო სესხად გადაიქცევა.

წინადადება, რომელიც პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება, ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები