ბაიდენი “ჰამასსა” და ისრაელს 6-კვირიანი ზავისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ექვსკვირიან ზავს უჭერს მხარს, რომ ამ პერიოდში მძევლების გათავისუფლება მოხერხდეს.

ბაიდენის განცხადებას Bloomberg-ი ციტირებს.

თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულა II-სთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი პაუზა „სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში, ღაზაში დაუყოვნებელ და ხანგრძლივ სიმშვიდეს მოიტანს და ჩვენ შევძლებდით გამოგვეყენებინა დრო რაღაც უფრო მდგრადის ასაშენებლად”.

„შეთანხმებების ძირითადი ელემენტები უკვე მაგიდაზეა“, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები “მათი რეალიზებისთვის ყველაფერს გააკეთებს”.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი დღეს კაიროში ჩავა, სადაც, კატარის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებათა ახალ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ზეწოლის შედეგად, კაიროში დელეგაციას ისრაელიც გაგზავნის, რომლის შემადგენლობაში იქნებიან Mossad-ის ხელმძღვანელი – დევიდ ბარნი და “შაბაკის” ხელმძღვანელი – რონენ ბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები