“ევროპას ათი წელი დასჭირდება, რომ თავდაცვისთვის სრულად მოემზადოს” – Rheinmetall-ის ხელმძღვანელი

ევროპას ათი წელი დასჭირდება საბრძოლო მასალის საცავების შესავსებად და აგრესორთან საბრძოლველად მომზადებისთვის.

ამის შესახებ გერმანული სამხედრო-ინდუსტრიული კომპანიის, Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა – არმინ პაპერგერმა თქვა.

”სამიდან ოთხ წელიწადში კარგად ვიქნებით, მაგრამ გვჭირდება 10 წელი, რომ სრულად მოვემზადოთ”, – თქვა მან BBC-თან საუბარში ჭურვების დასამზადებელი ახალი ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

მან დასძინა, რომ „ევროპაში მილიონ-ნახევარი ჭურვის წარმოება გვჭირდება. ამჟამად საწყობები თითქმის ცარიელია, საბრძოლო მასალა უკრაინაში გაიგზავნა. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, შემდეგ კი, სულ მცირე, ხუთი წელი და, რეალურად, 10 წელი დაგვჭირდება მარაგებისთვის”.

საბრძოლო მასალის ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი, ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ბორის პისტორიუსი და დანიის პრემიერმინისტრი – მეტე ფრედერიკსენი ესწრებოდნენ.

Rheinmetall-ი ახალი ქარხნის აშენებაში 300 მილიონზე მეტი ევროს ჩადებასა და წელიწადში 200 ათასი ჭურვის წარმოებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები