ჯეი დი ვენსი – უნგრელებს: ბრიუსელში მყოფ ბიუროკრატებს არ უნდა მოუსმინოთ, მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს
ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ გარე ძალების ზეწოლის გარეშე, – ამის შესახებ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრელმა ხალხმა ბრიუსელში მყოფ ბიუროკრატებს არ უნდა მოუსმინონ.
„ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ გარე ძალების ზეწოლის გარეშე… ბრიუსელში მყოფ ბიუროკრატებს, ამ ადამიანებს არ უნდა მოუსმინოთ. მოუსმინეთ თქვენს გულებს, მოუსმინეთ თქვენს სულებს და მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ვენსმა.