თორნიკე ჭეიშვილი: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს სათანადო მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაუწევს

“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს სათანადო მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაუწევს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

“შესაბამის რეესტრს, რომელიც არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი, სათანადო მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ეს, საერთო ჯამში, აამაღლებს უფლებამოსილების განხორციელების ეფექტიანობას, ვინაიდან ეს გარკვეული გაორება, საბოლოო ჯამში, შეიძლება ყოფილიყო, გარკვეულ გამოწვევებში გარდაქმნილი”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. სიახლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, ამიერიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები