ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს

ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ.

ეს გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და G7-ის ქვეყნებში, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივები იყო გაყინული.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე პოლიტიკურ შეთანხმებას გასულ თვეში მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები