ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

„კარგი, თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ ნაკლები იარაღი მიაწოდოთ, რათა უამრავი ადამიანის სიკვდილი თავიდან აიცილოთ.

თუ საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს არის ხოცვა-ჟლეტა, და რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, შეიძლება, ჩვენ იარაღის მიწოდების საკითხზე დავფიქრდეთ“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ამასთან, მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე „გადამეტებული“ იყო და აშშ-მა და სხვა დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ღაზაში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იხოცებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები