საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე თავდაცვისუნარიანობის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, რომ პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში.
„შეხვედრა მქონდა თავდაცვის სამინისტროში, შევხვდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. მადლობა გადავუხადე ჯუანშერ ბურჭულაძეს მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და წარვადგინე თავდაცვის ახალი მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი. ბუნებრივია, საუბარი გვქონდა იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, თავდაცვის სამინისტროს რესურსების გაძლიერებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი პატივია, რომ პრემიერმინისტრის რანგში პირველი შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.