„დალიეთ ყავა იქ, სადაც გინდათ და არა იქ, სადაც იაფია“ – როგორ მოქმედებს „სიღარიბის სინდრომი“ ტვინზე
საინტერესოა, რომ ტვინს, აზროვნების გარდა, აქვს უნარი, განაწყოს, ერთი შეხედვით, “დააპროგრამოს” ადამიანი.
ამ თეორიის მიმდევრები ცნობიერების სიწმინდის იდეას სკრუპულოზურად მიყვებიან და თავს იცავენ დაბინძურებული ცნობიერების სრულად გასუფთავებისაგან.
იგივეს აკეთებენ სხვადასხვა რელიგიის განდეგილები – ბერები, მონაზვნები, სუფიები და სხვა.
აზროვნების ამ უნარს მე დავარქმევდი “ჩვევით განსჯას”, როცა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს მის მომავალსაც.
მამარდაშვილის “სიტყვა ბლოკების” იდეა სწორედ ტვინის ამ უცნაურობაზე მიანიშნებდა, რომელიც მერე მსოფლიოს ნეირომეცნიერებებმა სისტემურად და საკაიფოდ გამოიყენეს.
მოკლედ, რა ხდება:
ადამიანის ტვინს ჰქონია უნარი, დაიპროგრამოს თავი იმგვარად, რომ რესურსის დაზოგვის ხარჯზე მაქსიმალურად გააიოლოს შედეგის მიღწევა. მაგალითად, ვინც გადაწყვეტს, რომ წონაში დაიკლოს და თავს იძულების ხარჯზე მიაჩვევს, რომ დილა დაიწყოს 1 ლიტრი სუფთა წყლის დალევით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისე, რომ ამაზე ტვინის რესურსს აღარ დახარჯავს, მოახერხებს წონაში დაკლებას და წყლის დალევას რაღაც გარკვეული მოქმედებებით. შესაბამისად, მას ენერგია დაეხარჯება მხოლოდ “გარკვეულ მოქმედებებზე” ფიქრში და დანარჩენს გააკეთებს ჩვევა.
უკეთესად რომ ვთქვათ, 2 ერთნაირი Skills-ების მქონე მენეჯერიდან უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურს იშოვის ის, ვინც უკეთესად კი არ იცის საქმე, არამედ ვინც უკეთესადაა მომართული მაღალი ხელფასის მისაღებად.
ეს, ერთი შეხედვით, გაუგებარი პოსტულატი მარტივ მამრავლებად დაიშლება ასე:
თურმე, როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე მენეჯერი შედის 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს კაფეში ყავის დასალევად და ხედავს, როგორ გამოდიან იქიდან „მაზერატისა“ და „როლს როისის“ პატრონები, ხოლო შვეიცარს ხელზე უკეთია 2 000-ევროიანი საათი, იწყებს განსჯას, რომ ეს სასტუმრო და მისი კაფე არაა ის ადგილი, სადაც მან შეიძლება ყავა დალიოს.
ტოვებს ამ ლოკაციას და მიდის სად? სადღაც იაფიან დაწესებულებაში, სადაც თავს სხვაზე დაჩაგრულად თუ არა, თანასწორად მაინც იგრძნობს.
არადა, იდეაში, მისი მიზანი იყო ყავის დალევა. არც კერძო იახტის საძინებლის აბაჟურის შეკვეთა, არც ცოლისთვის ბრილიანტის კოლიეს ყიდვა, არც იმავე „მაზერატის“ ფარების ოქროთი მოვარაყება, არამედ უბრალოდ ყავის დალევა. ყავის, რომელიც, რაც გინდა გაწიო და გამოწიო, 3-ჯერ ძვირი ფიზიკურად ვერ იქნებოდა ამ რესტორანში დალევდა თუ იმ კაფეში, საითაც გონებამ უბიძგა.
ამ დროს გადაწყვეტილებას იღებს არა ცნობიერება, არამედ არაცნობიერი “ავტოპილოტი”, რომელიც ყოველდღიური დაპროგრამების შედეგად მუშაობს “ეს შემეფერება, ეს არ შემეფერება, აქ ჩემი ადგილია, აქ მე არ მიმესვლება” პრინციპებით. ტვინის ზემოთ ნახსენები უნარის წყალობით, გონება ზოგავს რესურსს და ინსტინქტის დონეზე იწყებს მოქმედებას.
შენი არაცნობიერი განირიდავს ძვირფას რესტორანს “ეს ჩემთვის არაა” ლოგიკით და ამავე დროს ამყარებს განწყობას “მე არ მაქვს საკმარისი ფული შევიდე აქ”.
სწორედ ამ ლოგიკით, რისკების მთვლელი ადამიანის შანსი გამდიდრდეს ნაკლებია, ვიდრე მათი, ვინც დაუფიქრებლად გადაეშვება ფინანსურ ავანტიურაში, როგორც ფინანსურად ძლიერი ტიპი.
მოკლედ, თუ შენ ფიქრობ, რომ “სადღაც ფეხი არ ჩაგივა, რადგან ღირსი არ ხარ, არც ჩაგივა, საკუთარი ტვინი, რესურსების დაზოგვის საბაბით ყოველთვის დაგამუხრუჭებს”.
არ მახსოვს ვინ თქვა “სიღატაკემ მიჩვევა იცისო”, ძლიერი ფრაზაა და დასაფიქრებელი, მაგრამ ბოლო ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მთლად ჩვენ არჩევანზეც აღარ ყოფილა ეს ამბავი და აი, რატომ:
თვითდაპროგრამების ეს უცნაური მეთოდი ტვინმა ევოლუციის პერიოდში გამოიმუშავა და თურმე აქვს ძალიან საინტერესო თვისება ზემოქმედება მოახდინოს სხეულზე.
პირობითად, ტვინი იყოფა სამ ნაწილად, რეპტილიურ, პალეომამალურ და ნეირომამალურ ნაწილებად.
პირველი პასუხისმგებელია გადარჩენის ინსტინქტებზე, მეორე ემოციურ დონეზე აზროვნებაზე და მესამე რაციონალურ, ცივსისხლიან გადაწყვეტილებებზე.
ღარიბ ადამიანებს მკვეთრად განვითარებული ჰქონიათ პირველი ორი, მდიდრებს კი, მესამე ნაწილი, რომლის ფორმირებასაც ხელს უშლის გლობალურ საკითხებზე შფოთვა, წვრილმანი შფოთვა და შიში.
შიშის დანერგვა, სხვისი პრობლემების თანაგანცდა (ვაი, რა მოხდება პრინციპით), დაუცველებოს განცდის გაჩენა, დამოკიდებულება ხელისუფლებაზე (სოც დახმარება, სამუშაო ადგილების შექმნის მოლოდინი და სხვა) იწვევს რეპტილიური ნაწილის მომატებას (კორონას დროს მშიერი არ დავრჩე მოტივით, რომ გავარდა და სესხი გააკეთა ხალხმა და პროდუქტი იყიდა, სწორედ ეს ნაწილი გააქტიურდა, სხვამაც გააკეთა სესხი, მაგრამ კრიზისის დროს კომპანია გააფართოვა ან უძრავი ქონება იყიდა).
უფრო გასაგები რომ იყოს ყველაფერი და შევაჯამო:
1: ვისაც არ ეშინია იყოს მდიდარი (მხოლოდ ფინანსურად არა, სულიერადაც, რადგან ნათქვამია “სასუფეველი იიძულებისო”), ის დაძლევს სიღატაკის ბარიერს.
2: ვინც ჩვევაში დანერგავს გარკვეულ ქმედებებს, რაც ცხოვრების გაკეთილშობილებაში დაეხმარება, რესურსს გამოუთავისუფლებს ტვინს, უკეთ იმუშაოს.
3: ვინც უარს იტყვის უარყოფითი ინფორმაციის მიღებაზე და ტვინის ეკოლოგიას მიმართავს, გააქტიურებს ტვინის ნეირომამალურ ნაწილს და მეტი შანსი აქვს წამოვიდეს სხვისი კომპანიიდან, სადაც მისი შრომით მდიდრდება დამფუძნებელი და შექმნას საკუთარი ბრენდი (დაიკიდოს ოჯახის, ახლობლების, შინაგანი ხმის წუხილი “არ გამოგივაო”)
ეს კლასიკური ფორმულა ერთნაირად მუშაობს ყველა სფეროში. დალიეთ ყავა, სადაც გინდათ და არა იქ, სადაც იაფია.
გურამ მეგრელიშვილი